Sunday, 8 December 2013

    7დეკემბერს, ,,სიქა’’-ს ორგანიზებით რუსთავის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა  ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ასევე მონაწილეობა მიიღო ,,IX კლუბმა’’.
   ფორუმის მიზანი იყო  მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, მოძიებული იქნა რესურსები და მოხდა მათი მობილიზაცია, დაიგეგმა
პროექტების
განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად. 
ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა #1,#2,#4,#5,#7,#9,#11  საჯარო სკოლების წარმომადგენლებისგან, აირჩია თემა ,,ინფრასტრუქტურა’’. ჯგუფმა დაწერა პროექტი სახელწოდებით ,,სინათლე უსაფრთხოებისთვის’’, რომელიც ითვალისწინებს ბალანჩივაძის მიმდებარე გზაზე ლამპიონების დამონტაჟებას და ამ ტერიტორიის განათებას.  პროექტს მხარი დაუჭირა ქალაქის ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
     სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას პროექტის განსახორციელებლად.



No comments:

Post a Comment