Sunday 12 January 2014

მოგეხსენებათ IX კლუბმა მერიაში განცხადება შეიტანა, შარტავას მოედანზე წყობიდან გამოსულ, ღილაკიანი შუქნიშნის შეკეთების თაობაზე. მერიამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და შეკეთებულ იქნა შუქნიშანი

Tuesday 31 December 2013



                                  IX კლუბი გილოცავთ დამდეგ ახალ წელს !
    2014 წელი თქვენთვის ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს, გისურვებთ ყოველივე კარგს !!!

Monday 30 December 2013




იუსტიციის წინ მდებარე, მეგობრობის პარკის ეკოლოგიური მდგომარეობა სავალალოა.
8 დეკემბერს IX კლუბმა ამ პარკის დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.


Saturday 28 December 2013

       
 
სამოქალაქო კლუბმა ,,IX’’-მ  ქ.რუსთავის მერიაში განცხადება შეიტანა

     სამოქალაქო კლუბმა ,,IX’’-მ მერიაში შეიტანა განცხადება, ქ.რუსთავში, შარტავას მოედანზე მდებარე წყობიდან გამოსული შუქნიშნის შეკეთების თაობაზე. გაფუჭებული ღილაკიანი შუქნიშანი მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის გზის გადაკვეთის დროს, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.

Sunday 8 December 2013

    7დეკემბერს, ,,სიქა’’-ს ორგანიზებით რუსთავის #1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა  ახალგაზრდული ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასკოლო სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა. ასევე მონაწილეობა მიიღო ,,IX კლუბმა’’.
   ფორუმის მიზანი იყო  მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით თემის ადგილობრივი საჭიროებების კვლევა, პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, რეკომენდაციების შემუშავება და თანამშრომლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. 
ფორუმზე შემუშავებული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნა საინიციატივო ჯგუფები, მოძიებული იქნა რესურსები და მოხდა მათი მობილიზაცია, დაიგეგმა
პროექტების
განხორციელება დადგენილი საჭიროებების გადასაჭრელად. 
ერთ-ერთმა საინიციატივო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა #1,#2,#4,#5,#7,#9,#11  საჯარო სკოლების წარმომადგენლებისგან, აირჩია თემა ,,ინფრასტრუქტურა’’. ჯგუფმა დაწერა პროექტი სახელწოდებით ,,სინათლე უსაფრთხოებისთვის’’, რომელიც ითვალისწინებს ბალანჩივაძის მიმდებარე გზაზე ლამპიონების დამონტაჟებას და ამ ტერიტორიის განათებას.  პროექტს მხარი დაუჭირა ქალაქის ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
     სამუშაო ჯგუფი მომავალი კვირიდან აქტიურად დაიწყებს მუშაობას პროექტის განსახორციელებლად.



Sunday 1 December 2013

                       
                           

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება და შიდსის პანდემიის მიმართ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

შიდსმა მსოფლიოში 2007 წლისთვის 25 მილიონი იმსხვერპლა, ხოლო დაახლოებით 38,6 მილიონი ვირუსმატარებელია, რაც მას ყველაზე დესტრუქციულ ეპიდემიად აქცევს ისტორიაში. მიუხედავად ბოლო დროს ანტირეტროვირუსული მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა მსოფლიოს მრავალ რეგიონში, 2005 წელს შიდსის ეპიდემიამ 3,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა და მათ შორის 570.000 ბავშვი იყო.

სიქა-საგანმანათლებო ინიციატივების ქართულმა ასოციაციამ, უცხოელ მოხალისეებთან და რუსთავის სხვადასხვა სკოლების სამოქალაქო კლუბებთან, მათ შორის IX კლუბთან ერთად ჩაატარა ღონისძიება, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად. მოხალისეებმა მოაწყვეს ფეხით მსვლელობა შარტავის მოედნიდან მერიის მოედნამდე, დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები და წითელი ლენტები.

ნებიისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს შეამოწმოს საკუთარი აივ სტატუსი სრულიად უფასოდ ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს სიქას ოფისში. ღონისძიების ბოლოს აქციის მონაწილეებმა გაუშვეს ცის მანათობლები თანადგომის ნიშნად.
                           


სიქა-ს ორგანიზებით 29 ნოემბერს ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვივნენ. ვიზიტში მონაწილეობა IX კლუბის წევრებმაც მიიღეს.
სამინისტროში ვიზიტის მიზანი იყო ახალგაზრდებს გაეცნოთ რამდენიმეს სტრუქტურის მუშაობის სპეციფიკა. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონფერენციო და მოლაპარაკებების სივრცეები, გაცნობოდნენ შენობის ისტორიას.

Friday 22 November 2013


             


22 ნოემბერს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის ,,გაამწვანე საქართველოს" დახმარებით, რუსთავში 1000 ძირი შავი ფიჭვის ნერგი დაირგა. რუსთავის მერიის ინიციატივითა და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ფონდის ,,გაამწვანე საქართველოს" დახმარებით, ქალაქში გამწვანების ფარტომასშტაბიანი აქცია გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიებით, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივას ეხმაურება გარემოს გამწვანებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, სპეციალური ფონდი "გაამწვანე საქართველო" შეიქმნა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო კლუბმა IX - მ.