Sunday, 17 November 2013


                #11 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა ,,სიქასთან’’ ერთად აღნიშნა                         ავტოკატასტროფაში დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღე. 
    17 ნოემბერს, ქალაქ რუსთავის სამოქალაქო კლუბებისა და ,,სიქას’’ ორგანიზებით მოეწყო აქცია,რომელიც  საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ეძღვნება.აქციაში მონაწილეობა მიიღეს #11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.
        მოეწყო პრეზენტაციები, იმის შესახებ, რომ 2005 წლის 26 ოქტომბერს გაეროს ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია და შესთავაზა საზოგადოებას, რომ ყოველწლიურად ნოემბრის მესამე კვირას პატივი მიაგონ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნას და უთანაგრძნონ მათ ოჯახებს. პრეზენტაციების მიზანი იყო, ეთქვა სამოქალაქო კლუბების წევრებისათვის, რომ საგზაო წესების დარღვევა დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.
,,IX კლუბის’’ წევრებმა დაამზადეს პოსტერები. ასევე დაურიგეს სტიკერები მოსახლეობას. პოსტერებსა და სტიკერებზე აღბეჭდილი იყო მოწოდება მოსახლეობისადმი, საგზაო წესების დაცვასთან დაკავშირებით.
   აქციაში მონაწილეობა მიიღო 30-დე მოსწავლემ, აქედან  ,,IX კლუბის’’ 10-მა აქტიურმა  წევრმა.

No comments:

Post a Comment